12:55 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 14:57:17, 422 ნახვა

საზოგადოება
"სითი პარკი" ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოწერილ ჯარიმებს თავად გადაიხდის

კომპანია "სითი პარკი" ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჯარიმებული მანქანების მფლობელების ჯარიმებს თავად გადაიხდის.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს“ კომპანია "სითი პარკის“ წარმომადგენელმა ლევან ტაბიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არცერთი მანქანა არ დაჯარიმებულიყო, თუმცა ერთმა პარკინგ ინსპექტორმა შეცდომა დაუშვა.

„გუშინვე როგორც კი ერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, ვთქვით, რომ საუბარი არის ერთი პარკინგ ინსპექტორის მიერ დაშვებულ შეცდომაზე. კომპანიას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არცერთი მანქანა არ დაჯარიმებულიყო, თუმცა ერთმა პარკინგ ინსპექტორმა შეცდომა დაუშვა. ამ ჯარიმებს თავად კომპანია გადაიხდის“, - განაცხადა ლევან ტაბიძემ.

მისივე თქმით, სულ საუბარია 16 ჯარიმაზე და მათი უმეტესობა სტიქიის ზონიდან საკმაოდ მოშორებითაა გამოწერილი. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ჯარიმებს თავად კომპანია დაფარავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics