15:09 - 20 Aug, 2026
|
2019-02-13 19:23:30, 1408 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა: შოთაძე გადადგა და თადუმაძე საქორწილო თოჯინასავით დასვეს
"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებით, ყოფილი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ, გენერალურ პროკურატურაში არაფერია შეცვლილი. უგულავას განმარტებით, ყველა ის ადამიანი, ვისაც შოთაძე ხელმძღვანელობდა, ისევ თანამდებობაზე რჩება. „ამ საქმის გაფუჭებაში იყო პროკურატურის ის შემადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა შოთაძე. შოთაძე გადადგა და მოიყვანეს მანქანაზე დაკრული თოჯინასავით, დასვეს თადუმაძე, საქორწილო თოჯინასავით. მაგრამ, რეალურად ყველა ის ადამიანი,მოადგილეები, ვასაძედან დაწყებული გაბიტაშვილითდამთავრებული ყველანი ადგილზეა და ისევ ისინი კურირებენ იმას, იმ საქმეს, რაც თავად გააფუჭეს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)