|
2019-02-13 10:58:42, 1351 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე პრეზიდენტზე - საპატრიარქოსგან დამოუკიდებლად დეკანოზის შეწყალებას ვერ გაბედავს
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. როგორც მეუფე პეტრემ გადაცემა "კვირის აქცენტებში" განაცხადა, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად პატრიარქის ნებართვა დასჭირდება. "ნამდვილად მის მიმართ არ მაქვს მაღალი შეხედულება და ზოგადად მისი გაპრეზიდენტება იყო, როგორც ჭაბუა ამბობს, უსამართლობითა და ძალმომრეობით გატანილი ლელო. მე ვიტყოდი, რომ, როგორც საპრეზიდენტო სასახლეში ის არ და ვერ შევიდა დამოუკიდებლად, ისე ამ ნაბიჯს დამოუკიდებლად ვერ გადადგამს. როგორც მინიმუმ, საპატრიარქოს თხოვნა თუ თანხმობა სჭირდება ისევე, როგორც წინა პრეზიდენტის შემთხვევაში, რომელსაც ასევე სინდისიერება და პრინციპულობა არ აღმოაჩნდა, რომ პატრიარქის გარეშე მიეღო სწორედ სამართლიანი გადაწყვეტილება. აქაც იგივე იქნება. საპატრიარქოს ხელთ არის ახლა გადაწყვეტილება. პატრიარქის ხელთ არის ახლა გასაღები შეწყალების თუ არშეწყალების“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)