|
2019-02-09 13:14:54, 828 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ესტონეთში ეცნობიან
ამ წუთებში აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „TUEREST 2019” ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობით გაიმართება. აჭარის მთავრობის დელეგაცია ესტონეთში უკვე გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საქმიანი შეხვედრები განათლებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით. „ესტონეთი აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 2017 წლიდან ეწევა და წელსაც გააგრძელებს. აჭარის მიმართ ესტონელი მოგზაურების ინტერესი მზარდია. 2018 წელს, რეგიონს წინა წელთან შედარებით ესტონეთიდან 80%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. ტალინის გამოფენაზე წარმოდგენილია 30 ქვეყნის 500-ზე მეტი კომპანია, რაც ბუნებრივია საშუალებას გვაძლევს მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ასევე ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)