|
2019-02-06 16:55:12, 1295 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ შესაბამის სამსახურს ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მუშაობის გააქტიურება დაავალა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, მუშაობის გააქტიურება დაავალა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნულმა სამსახურმა ყველა შესაბამისი პლატფორმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქალაქის პოპულარობაგაიზარდოს. „მე მქონდა პრემიერთან საუბარი, რომ თბილისის სხვადასხვა პლატფორმაზე პოზიციონირება უნდა მოხდეს, რათა ტურისტებს ავუხსნათ, რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა ჩვენი ქალაქი. მინდა, დავავალო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას - სამსახურმა გააქტიუროს მუშაობა ამ მიმართულებით და ყველა რესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი დედაქალაქის მაქსიმალური პოზიციონირება მოხდეს. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი და რამდენად მდიდარია მისი კულტურა, რომლითაც თითოეული ჩვენგანივამაყობთ. გვაქვს ბევრი ღირსშესანიშნაობა, სტუმარ-მასპინძლობა, რომელთა პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი წარმოდგენილი იყოს, როგორც საუკეთესო დედაქალაქი, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და მეტი დრო გაატარონ აქ. ტურიზმიდან შემოსული თანხით კი,მოგვეცემაშესაძლებლობა, სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები დავაფინანსოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)