|
2019-02-06 15:31:19, 1405 ნახვა
კომენტარი
ბესელია - აქამდეც ბევრი მიზეზი მქონდა, რომ რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ეს პარტია ჩემთვის ძვირფასია
პირადად მე ბევრი მიზეზი მქონდა აქამდეც, რომ რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ამას არ ვაკეთებდი რადგან ეს პარტია ჩემთვის ძალიან ძვირფასია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი პარტიის შიგნით არსებული ვითარების დარეგულირებას, კონსენსუსის გზით ცდილობს და მისთვის პარტიის თავმჯდომარის პოზიცია გასაგებია. „ბიძინა ივანიშვილი თვითონ იტყვის თავის სათქმელს. მე არ მგონია, რომ მე უნდა გავახმოვანო მისი სათქმელი. მე მესმის, რომ ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ცდილობს მიაღწიოს გუნდის შიგნით კონსენსუსს და ვნებათაღელვა დააცხროს. მისი მცდელობები და სურვილი აბსოლუტურად გასაგები და ლეგიტიმურია. ის პარტიის თავმჯდომარეა და არ სურს, რომ ეს საჯარო დისკუსია და დებატები გახანგრძლივდეს. მაგრამ ეს დებატები ხომ რაღაცის გამოხატულებაა? ეს დებატები ხომ ღირებულებებს და ფასეულობებს ეხება? ამიტომ ჩვენ ვამბობთ - შეგვიძლია თუ არა მომავლის ხედვაში ერთნაირი ნაბიჯები გადავდგათ? მოდით, ჩვენც ჩამოვყალიბდეთ, რაღაც დრო გვჭირდება, იმიტომ რომ რადგან ამ გადაწყვეტილებას მივუახლოვდით. არ მინდა არაგულწრფელი ვიყო, პირადად მე ბევრი მიზეზი მქონდა აქამდეც, რომ რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ამას არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს პარტია. ძალიან დიდი შრომა მაქვს პირადად მე ჩადებული, ურთულესი 7 წელი გავიარეთ. ამიტომ, მოდით, ცოტა ცივი გონებითაც მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)