06:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 16:54:34, 1068 ნახვა

რეგიონი
ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო

მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი შეიქმნება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიზანიც შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი, საინტერესო ტურისტული მიმართულების ჩამოყალიბება, ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმისა და ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულების პოპულარიზაციაა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და პროექტის სამუშაო ჯგუფთან ერთად ჭვანის ხეობა მოინახულა და პროექტით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

“ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა ტერიტორიის განვითარების დეტალური კონცეფციისა და ტერიტორიის სივრცითი განვითარების გენერალური გეგმის მომზადებას ითვალისწინებს. განვითარების გეგმაში აისახება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს. ჭვანის ხეობა გამორჩეულია კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით, რაც ხეობის განვითარებისა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას მრავალფროვანი ტურისტული პროდუქტები თითოეულ მუნიციპალიტეტში, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გახდის აჭარას ტურისტებისა და სტუმრებისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ტურიზმის ყველა თანამედროვე მოთხოვნას უპასუხებს და მათი განხორციელების პირველი ეტაპი 2019-2021 წლებში დასრულდება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics