|
2019-02-04 14:31:12, 1191 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ანრი ოხანაშვილის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენის გადაწყვეტილება დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული
„ფასეულობები იყო ნამდვილად ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ანრი ოხანაშვილის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის გადაწყვეტილება დიდი უმრავლესობით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე იქნა მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანდიდატურას მხარი რამდენიმე დეპუტატმა არ დაუჭირა, რაც მისივე შეფასებით, „პერსონალური მომენტი" იყო. „ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას რამდენიმე დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, ეს ცნობილია საზოგადოებისთვის. იქ იყო, პრინციპში, პერსონალური მომენტი. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც უმრავლესობამ მიიღო და ძალიან დიდი უმრავლესობით მიიღო უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება, ეს ეფუძნება, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმს, ობიექტური კრიტერიუმები ჰქონდა იმ ფასეულობებს და ფასეულობები იყო ნამდვილად ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)