15:46 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 12:12:00, 567 ნახვა

რეგიონი
მთიან აჭარას ახალი ტურისტული მიმართულება დაემატება

მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი შეიქმნება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიზანიც შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი, საინტერესო ტურისტული მიმართულების ჩამოყალიბება, ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმისა და ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულების პოპულარიზაციაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა შუახევის მერთან და პროექტის სამუშაო ჯგუფთან ერთად ჭვანის ხეობა მოინახულა და პროექტით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.

„ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმა ტერიტორიის განვითარების დეტალური კონცეფციისა და ტერიტორიის სივრცითი განვითარების გენერალური გეგმის მომზადებას ითვალისწინებს. განვითარების გეგმაში აისახება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს. ჭვანის ხეობა გამორჩეულია კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით, რაც ხეობის განვითარებისა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნის კარგ შესაძლებლობებს იძლევა. რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას მრავალფროვანი ტურისტული პროდუქტები თითოეულ მუნიციპალიტეტში, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გახდის აჭარას ტურისტებისა და სტუმრებისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ტურიზმის ყველა თანამედროვე მოთხოვნას უპასუხებს და მათი განხორციელების პირველი ეტაპი 2019-2021 წლებში დასრულდება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics