13:36 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 11:13:23, 1204 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე: იმედია პრინციპულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მივიღებთ - უსასრულო კონსულტაციები ყველაფერს აზიანებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძეს იმედი აქვს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მმართველი გუნდი პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდება.

როგორც დეპუტატმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები უსასრულოდ აღარ უნდა გაგრძელდეს.

"შეკრების მესამე რაუნდი გაიმართება მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ მეოთხე აღარ უნდა იქნეს საჭირო და გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რამეთუ უსასრულო კონსულტაციები უკვე აზიანებს ყველას და ყველაფერს. კონკრეტულად რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ვისაუბრებთ მაშინ, როცა შეხვედრა დასრულდება. მე იმედი მაქვს რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული და დასრულებული", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უძღვება.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics