|
2019-02-01 14:55:21, 1284 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ადამიანის პირადი სივრცე ხელშეუხებელი იყოს
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება. ბახტაძის თქმით, ის ადამიანის პირადი სივრცილს ხელყოფას გმობს და აცხადებს, რომ დანაშაულის ყვველა ჩამდენი იქნება დასჯილი. „მინდა, გამოვეხმაურო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ამის ნებისმიერ გამოვლინებას. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის უკვე დააკავა 16 პირი. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად ძალიან მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ყოველთვის ხელშეუხებელი და არ იქნას გამოყენებული ეს მორალური ტერორი მის არც ერთ განზომილებაში“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)