13:36 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 20:37:44, 1322 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გამარჯვება, რომელიც საქართველომ მოიპოვა" – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საგარეო უწყების მისია სტრასბურგში ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში პირველი დღიდან იყო ჩართული. ეს განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს ეხება. ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და მტკიცებულებები იყო შეგროვებული, რათა აღნიშნული შედეგი დამდგარიყო. ამ საკითხში საერთაშორისო სამართლის აღსრულების მნიშვნელობა უაღრესად პრიორიტეტულია. შემდეგ უკვე აუცილებელია, მუშაობა გაგრძელდეს იმისთვის, რომ შესაბამისი მექანიზმების გათვალისწინებით გადაწყვეტილება აღსრულდეს. აქედან გამომდინარე ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ. სტრასბურგში ჩვენი მისია ამ პროცესში ჩართული იყო და მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული, რათა ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდეს", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მასოვრივი დეპორტაციის გამო, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics