|
2019-01-31 17:42:46, 1332 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის დიდი გამარჯვებაა. „ამ გადაწყვეტილებამ, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფლებების დარღვევა დაადგინა და რუსეთს კომპენსაცია დააკისრა - კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სიმართლემ დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის და ვისაც მეტი ძალა აქვს, იმას ყველაფერი არ გაუვა. იუსტიციის სამინისტრომ დიდი სამუშაო გასწია და ეს მნიშვნელოვანი საქმე წარმატებით დაასრულა, რისთვისაც მადლობას იმსახურებს!“, - აცხადებს თალაკვაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)