|
2019-01-31 16:30:17, 1226 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ პრეტენზიებზე - ეს არის შანტაჟი და მორიგი პროვოკაცია
დიმიტრი მედოევის განცხადება მორიგი პროვოკაციაა, რომლის მიზანიც შანტაჟი და დაშინებაა - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმის ტერიტორიული პრეტენზიები აბსურდულია. „ეს განცხადება არის აბსოლუტურად აბსურდული, შეუძლებელი გახლავთ, ამიტომ მის შინაარსსა და საფუძვლებზე რაიმე ტიპის სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ, თავისთავად ფაქტია, რომ პერიოდულად ამგვარი განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან კეთდება, ეს არის ცალსახა და ძალიან მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ერთგვარ შანტაჟს, ზეწოლას საზოგადოებაზე. ეს არის საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა და საუბედუროდ, ყველაზე მეტად ამას გრძნობენ სწორედ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)