16:56 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 09:00:19, 897 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებაზე: წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ამ ფაქტმა მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში.

"სახეზე გვაქვს სასულიერო და საერო პირთა პოლიტიკური და რელიგიური შეფასებები და განცხადებები. ამასთან არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან, რაც პირველ რიგში მთქმელს აყენებს ჩრდილს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს.

ამჟამად მთავარი არის მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics