|
2019-01-25 18:03:39, 1551 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი: არავის ვურჩევ უმრავლესობაში მიღებული გადაწყვეტილება, საკუთარ თავზე დაიბრალოს
"არავის ვურჩევ უმრავლესობაში მიღებული გადაწყვეტილება, საკუთარ თავზე დაიბრალოს", - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, რომ მოსამართლეობის კანდიდატების ღია კონკურსით შერჩევის ინიციატივა ეკა ბესელიამ ეკუთვნის. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ეს შეთანხმება იმ დეპუტატების დამსახურებაა, ვინც უმრავლესობის სხდომას ორი დღე ესწრება. "მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად, ღია კონკურსის ჩატარების ინიციატივაში ექსკლუზივი არავის არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობა ერთი ორგანიზმია, სადაც მიმდინარეობს კამათი, მაგრამ შეჯერებული საკითხები ჩემი აზრით, საზოგადოების მისაღები იქნება და არავის არ ვურჩევ, რომ უმრავლესობაში მიღებული გადაწყვეტილება დაიბრალოს საკუთარ თავზე, ეს არ იქნება პატიოსანი დამოკიდებულება იმ დეპუტატების მიმართ, ვინც აქ ვზივართ ორი დღეა ვუსმენთ, ვკამათობთ და ვთანხმდებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)