15:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 16:49:12, 1343 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე: პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, გუნდში შეთანხმება მიღწეულია

"ქართული ოცნების" წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უმრავლესობის წევრები დღევანდელ სხდომაზე პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ.

ამასთან, დეპუტატის თქმით,  მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იქნება გამჭვირვალე.

"შეხვედრის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება პრინციპულად მიღწეულია,  ახლა ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს შეთანხმებები. როგორც იყო მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" თუნდაც რთული საკითხებიდან, ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ეს გამოსავალი იქნება საზოგადოების ინტერესთან თანხვედრაში, ისე რომ ეს პროცესი, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რაც ეხება ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, სასამართლოს და მისი შერჩევის კრიტერიუმს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება გამჭვირვალე, აქ დეპუტატებს ექნებათ საშუალება, რომ ინდივიდუალურად საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, ყოველგვარი გუნდური ვალდებულებების გარეშე, ამასთან პროცესი იქნება შედეგზე ორიენტირებული. პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, გუნდში შეთანხმება მიღწეულია", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics