15:16 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 12:58:53, 1069 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განაცხადების შევსება იწყება

თბილისის მერია პირველი თებერვლიდან „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამაში მონაწილეთა განაცხადების მიღებას იწყებს. 

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, საკურორტო ვაუჩერები თბილისში რეგისტრირებულ სამიდან 20 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გაიცემა.

შშმ პირები, საქართველოში დასასვენებლად სასურველ კურორტს თავად აირჩევენ. საკურორტო ვაუჩერი ძალაში იქნება 2019 წლის პირველი ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.

ვაუჩერის მიღების მსურველმა პირმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), განაცხადით უნდა მიმართოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს – დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა), ცნობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ და თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, თბილისის ტერიტორიაზე არსებულ დღის ცენტრში შშმ პირის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის მერიაში განაცხადების მიღება 15 აპრილს დასრულდება.

 

(NS)


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics