|
2019-01-25 11:53:31, 1475 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი: იმედი მაქვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი 2024 წლამდე გაჩერდება
უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გუშინდელ სხდომაზე ძირითადად განხილულ იქნა, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხი. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იმედია ეს საკითხი 2024 წლამდე გადაიდება. "ჩვენ გუშინ გავაკეთეთ ყველაფერი, მოვიყვანეთ ყველა არგუმენტი, გამოვხატეთ საზოგადოების დაკვეთა გუშინდელ უმრავლესობის სხდომაზე, სადაც ძირითადი აქცენტები იყო გაკეთებული სასამართლოს მომავალზე. ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან "სააკაშვილი-ადეიშვილის" რეჟიმს, ნებისმიერ პირობებში, არა აქვს მნიშვნელობა, იყვნენ იმ სისტემაში, მოსწონდათ, ხელფასს იღებდნენ, არ აპროტესტებდნენ, ეს ადამიანები, ახალ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამრთლეებად გასამწესებლად, არიან შეუფერებელნი. ეს პრინციპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მანამდე საკითხი იყო უვადოდ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო გააჩერებს ამ პროცესს 2024 წლამდე. ეს საკითხიც განიხილება, რომ მოხდეს ამ საკითხის შეჩერება, რასაც ჰქვია უვადოდ დანიშვნა მოსამართლეების. გუშინ ამ საკითხს ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა და წესით კითხვის ნიშნები არ დასმულა", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)