|
2019-01-25 09:48:27, 1613 ნახვა
სამართალი
ვლადიმერ ბორცვაძე: ჯეკ შეპარდზე საერთაშორისო ძებნა ქართული მხარის ინიციატივით გამოაცხადდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქის საქართველოში დაკავების შესახებ ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. "2019 წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დიდ ბრიტანეთში გასამართლებული ჯეკ შეპარდი სავარაუდოდ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში გამოცხადებამდე მან აიყვანა ადვოკატები და მიმართა მედიას, მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საჭირო ღონისძიებების გატარებას და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავ უწყებასთან თანამშრომლობას მისი ექსტრადირებისთვის. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იყო რათა ჯეკ შეპარდის ნებაყოფლობით სამართალდამცავ უწყებაში გამოცხადების პროცესში. დამატებითი დეტალები არის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელიც თავის შინაარსით გარკვეულწილად არის საიდუმლო. რა თქმა უნდა, გვქონდა ინტენსიური თანამშრომლობა და გარკვეული ინფორმაცია, მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ ეს ადამიანი გამოცხადებულიყო სამართალდამცავ ორგანოში. ჩვენ ვიყავით ინიციატორები ბრიტანულ მხარესთან, რომ პირველ რიგში მიგვეწოდებინა ინფორმაცია და იქედან შესაბამისი ინფორმაცია მიგვეღო, რათა ამ ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა და დაკავება მოგვეხდინა. შესაბამისად, ჩვენ ვთანამშრომლობდით და დღესაც ვთანამშრომლობთ ბრიტანულ მხარესთან.“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)