|
2019-01-23 13:21:13, 1908 ნახვა
სამართალი
„ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო“ - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს მიმართავენ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს სათითაოდ პერსონალურ წერილს უგზავნიან. როგორც არამოსამართლე წევრების წერილშია ნათქვამი, მათი მიზანია სასამართლოს შიგნით გავლენების აღმოფხვრა, კეთილისინიდისერი და პროფესიულად ძლიერი მოსამართლეების წარმოჩენა და გაძლიერება. "გადავწყვიტეთ დღეს მოგვემართა თქვენთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ვერ შედგება თითოეული თავისუფალი მოსამართლის გარეშე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებამ, წარედგინა 10 მოქმედი მოსამართლე კანდიდატურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, მკვეთრად წარმოაჩინა ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას სასამართლო ხელისუფლება. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მოქმედი 294 მოსამართლიდან ისე შეარჩია 10 კანდიდატურა, რომ სხვა მოსამართლეებზე არც კი უმსჯელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ზოგადად სხვა შესაძლო კანდიდატებზე.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)