14:22 - 23 Jul, 2026
|
2019-01-22 20:23:45, 1463 ნახვა
საზოგადოება
მეზობლების ინფორმაციით, 4 წლის გარდაცვლილ ბავშვს დედა ხშირად სცემდა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მეზობლები მცირეწლოვანი გოგონას გარდაცვალების დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ყვებიან, რომ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტი. როგორც გარდაცვლილი გოგონას მეზობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ბავშვს დედა სცემდა. მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა. 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)