12:14 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 15:04:02, 1114 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა აფეთქებისას დაშავებულები მოინახულა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა.

ის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. ამ დროისთვის, ბავშვი სტაბილურ მდგომარეობაში, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას ქირურგიული ოპერაცია და ყველა საჭირო გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო დილით დატოვა ხუთმა პაციენტმა. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დღეს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს კორპუსის კიდევ ერთმა მცხოვრებმა მიმართა. მას ყველა ყველა საჭირო ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდა.  21 წლის ორსულს ნერვული ფონის მატება აღენიშნებოდა. ის ამ დროისთვის, კლინიკაში, შემდგომის დაკვირვებისთვის რჩება. პაციენტი პირადად მოინახულა ჯანდაცვის მინისტრმა.

დიდ დიღომში აფეთქება 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევას 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics