|
2019-01-17 13:14:48, 687 ნახვა
რეგიონი
კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა უკვე მესამე დღეა შეფერხებულია
კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა უკვე მესამე დღეა შეფერხებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსიტრაცია, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს. ავტოკოლონის არასრულწლოვანი მგზავრები, მშობლებთან ერთად, საოჯაო ტიპის სასტუმროში არიან გადაყვანილები. დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მათ გუშინ ცხელი საკვები ჩაუტანეს. დღეს, ადგილზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ადგილზევე მიიღეს გადაწყვეტილება, დღის მეორე ნახევარში, ჟინვალის ტერიტორიაზე 50 კაცზე გათვლილი კარავი განთავსდეს, სადაც მგზავრები გათბობას და ცხელი საკვების მიღებას მოახერხებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პროცესებში ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებაა ჩართული. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა გზა დროულად გაიხსნას და მგზავრებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. სისტემატიურად მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება. ამ ეტაპზე, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)