|
2019-01-15 16:48:54, 1691 ნახვა
სამართალი
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული პირები - დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ და სისტემატური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან - მ.ზ.-სთან, გ.ხ.-სთან და ა.პ.-სთან, რომელთა დავალებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში. 2018 წლის აპრილში დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. კანონიერი ქურდების დავალებით, მუქარითა და დაშინებით ერთ-ერთი დაზარალებულისგან ე.წ. „ქურდული წილის" – 60 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ. „სამართალდამცველებმა დ.ჭ., და კ.ბ. ქ.თბილისში, ხოლო გ.ბ. სიღნაღის რაიონის სოფ. ანაგაში 2018 წლის 19 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა (2018 წლის 1 მაისამდე რედაქციით)) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.ჭ.-ს და კ.ბ.-ს 7-7 წლით ხოლო გ.ბ.-ს 6 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)