|
2019-01-11 17:51:37, 1761 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი მოსამართლეების სიაზე - როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია
„მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა არც ოპოზიციაში, არც პოზიციაში, ამიტომ ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც შეიძლებთ იცით“, - ასე უპასუხა პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ დასმულ შეკითხვას. ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ უფრო მაღალი ნდობა გაჩნდება. „როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია. არც იმის მიმართ თუ როგორ უნდა შეიქმნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია. ერთადერთ რამ შემიძლია ვთქვა, რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ეს ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს. ამდენად, ეს მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მე შემიძლია მხოლოდ მივესალმო იმას, რომ რაც აღმოჩნდა საზოგადოებისთვის აჩქარებული პროცედურა, დღეს ეს პროცესი შეჩერებულია და გადატანილია სხვა ფორმატში. ვიმედოვნებ, რომ ეს ამ პროცესში ჩართულ მხარეებს მისცემს დროს იმისთვის, რომ გაიაზრონ კრიტერიუმები და ეს ყველაფერი ისე იყოს ჩატარებული, რომ ამ პროცესის შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)