|
2019-01-10 16:59:04, 1470 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძის თქმით, 22 წლის გარდაცვლილი გოგოს ოჯახმა გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადების არსებობაზეც იცოდა
22 წლის გარდაცვლილი გოგოს ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია ე.წ. ღორის გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადების არსებობის შესახებ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გაამრთულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან განაცხადა, ოჯახთან კომუნიკაცია დღესვე ექნება. „თანავუგრძნობ ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიის გამო, რაც დღეს გამთენიისას მოხდა. ჩემი პასუხი იყო და ახლაც ვადასტურებ, რომ საქართველოში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც, ოჯახის თანხმობის გარეშე არა მაქვს უფლება დეტალებზე საუბრის. აქედან გამომდინარე მე გავეცი ზოგადი პასუხი. ამ ერთი საათის განმავლობაში ქალბატონმა დარეკა ჩემს აპარატში, სანამ ბრიფინგი დაიწყებოდა. ბრიფინგის შემდეგ მე მას პირადად დაველაპარაკები ტელეფონით და ავუხსნი მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ აქ განვითარდა ძალიან მძიმე პათოლოგია. გრიპი იყო, ეს დადასტურებულია ლაბორატორიულად. გრიპი მოსახლეობას ჰქონია იოლი დაავადება და აიგივებს მას ჩვეულებრივ გაციებასთან, არ არის ასე. გრიპის ვირუსით გამოწვეული გრიპოზული დაავადება 25-30 პროცენტ შემთხვევებში რთულდება, სამწუხაროდ, მათ შორის ფატალური გამოსავლით. ეს პროცენტები ჩვენს ვებ-გვერდზე დევს. ამის შესახებ ღია ეთერში არ ვსაუბრობ. სამწუხაროდ, გრიპის ვირუსით და გართულებებით 300- 600 ათასამდე ადამიანი იღუპება მთელ მსოფლიოში. ეს არის ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა ცენტრის მონაცემები. ანუ სიკვდილიანობის სერთო სტატისტიკა მერყეობს 0.3-დან 1 პროცენტამდე. რთულია ამაზე საუბარი. თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა, ოჯახისთვის, ჩვენთვის, ქვეყნისთვის. მე ოჯახთან მექნება დღეს კომუნიკაცია და ამის შემდეგ ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)