11:09 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-10 16:33:00, 1722 ნახვა

კომენტარი
ჭიჭინაძე ივანიშვილზე: რაც მეტ სიმართლის მთქმელ ადამიანს გაუშვებს გუნდიდან, მეტად დაიმძიმებს სიტუაციას

„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატის დათ ჭიჭინაძის განცხადებით, მმართველ გუნში ეკა ბესელიას წასვლამდე, ბევრად ადრე დაიწყო. 

როგორც ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ გუნდიდად ბევრ ადამიანს გაუშვებენ, ეს პარტიაზე ნეგატიურად აისახება. მანვე დასძინა, რომ თუ მოსამართლეების სია არ შეიცვლება, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა დაიწყება. 

„ეკა ბესელიას არ დაუწყია ეს დაპირისპირება. ჩემი დაპირისპირებაც ზუსტად იმასთან დაკავშირებით იყო, რომ ეს გუნდი თავის დროზე დაუპირისპირდა ჯერ ბესელიას, შემდეგ კვირიკაშვილს. ამიტომ ამ ადამიანებისგან თუ შეიძლება დაპირისპირება, ესეიგი ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა შიგნით გუნდში დაპირისპირების წახალისება. რაც მეტ სიმართლის მთქმელ ადამიანს გაუშვებს გუნდიდან, მეტად დაიმძიმებს სიტუაციას, იმიტომ რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მაგ ადამიანს არ უთქვამს, რომ კობახიძე მეყოლება ფლაგმანად, მურუსიძე და ჩინჩალაძეო. დაპირებებს ზოგადად უნდა გაანალიზება.  ხალხმა რისი გულისთვის დაუჭირა მხარი, ამ გადაწყვეტილების გულისთვის ნამდვილად არ დაუჭირა. რომ შემოვა და თუ არ იქნება გასწორებული ეს სია, ალბათ, იქნება ძალიან სერიოზული საპროტესტო ტალღა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics