|
2019-01-08 18:54:28, 1696 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - მართველი გუნდის შეხვედრაზე ბოლო დროს პარტიაში მიმდინარე საკითხები არ განიხილება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდის შეხვედრაზე ბოლო დროს პარტიაში მიმდინარე საკითხები არ განიხილება. როგორც მდინარაძემ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა არის სემინარი და მას ბევრო დეპუტატი არ ესწრება, რადგან მისივე მტკიცებით ამის აუცილებლობა არ არსებობს. „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ გუნდის თითოეულ წევრს მოვუფრთხილდეთ, რაც არ უნდა, გაურკვევლობა იყოს, რაც არ უნდა, კამათი იყოს, რაც არ უნდა, გვეჩვენებოდეს რომელიმეს, მე მათ შორის, პირველ რიგში ჩემ თავზე ვიტყვი, რომ არის გადაჭარბებული ამის შიგნით საუბარი, ეს გუნდის შიგნით უნდა მიმდინარეობდეს. გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ გუნდის წევრებს ვუფრთხილდებით ყველას და ამ ფარგლებში ვსაუბრობთ ისევ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჯერ დავალაგოთ გუნდის შიგნით ურთიერთობები. მე ვერავის ავუკრძალავ, ბუნებრივია და ვერავინ ამ ქვეყანაში, ვერც ერთ დეპუტატს, მით უმეტეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდეს და თავის პოზიცია გაუზიაროს. მაგრამ ერთია სიმართლე, მეორეა ამ სიმართლის ინტერპრეტაცია და მესამეა გუნდური თამაშის წესები. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, ჩემი ფრაქციის წევრებს, რომ გუნდური თამაშის წესები არ დაარღვიონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)