|
2018-12-31 13:26:32, 2575 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალის შესახებ ანგარიშს კომპანია „ტოტალი“ მოამზადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ფრანგულ კომპანია „ტოტალს" შორის გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, „ტოტალი“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად შეაფასებს საქართველოს საზღვაო და სახმელეთო ტერიტორიის ნახშირწყალბადების პოტენციალს. როგორც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი აცხადებს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „ტოტალთან" თანამშრომლობაძალიან მნიშვნელოვანია. „ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შედეგად კომპანია „ტოტალი" და სააგენტო ერთობლივად შეძლებენ ქვეყანაში ნავთობისა და გაზის სამომავლო აღმოჩენების პოტენციალის განსაზღვრას" - აცხადებს ტატიშვილი. საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალის შესახებ საბოლოო ანგარიშს კომპანია 2019 წლის ივნისში დაასრულებს და სააგენტოს გადასცემს.
(NS)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)