|
2018-12-31 11:17:44, 2241 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ GGF -ისგან 25 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიპოვა
„საქართველოს ბანკმა“ მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ასევე მსხვილი ბიზნესებისა და საჯარო სექტორის გაძლიერების მიზნით GGF-ისგან (Green for Growth Fund) 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება მოიპოვა. GGF-ის 5 წლიანი ფულადი რესურსი მიმართული იქნება საქართველოში არსებული საწარმოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო სექტორის ერთეულების საბრუნავი კაპიტალისა და საინვესტიციო საჭიროებების დაფინანსებისკენ. საქართველოს ბანკი ასევე დააფინანსებს იმ ენერგოეფექტურ პროექტებს, რომლებიც 20%-ზე მეტი ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. „მოხარული ვარ, რომ ჩვენ GGF-თან ერთად მრავალფეროვან პროდუქტებს ვქმნით მომხმარებლებისათვის. ეს ჩვენი მეორე წარმატებული თანამშრომლობაა და საქართველოში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებისკენ არის მიმართული. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
(R)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)