|
2015-06-16 10:54:00, 5571 ნახვა
კულტურა
გრიბოედოვის თეატრში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
17 ივნისს, 19:00 საათზე გრიბოედოვის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. შემოსული თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს გადაერიცხებათ. „თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ა.გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებენ გარდაცვლილთა ოჯახებს და სურთ მცირედი წვლილი შეიტანონ დაზარებული მოსახლეობის დახმარების საქმეში და მართავენ საქველმოქმედო კონცერტს. საქველმოქმედო კონცერტს უერთდებიან აგრეთვე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები - თეიმურაზ გუგუშვილი, ხათუნა ჭოხონელიძე, სულხან გველესიანი, კახაბერ თეთვაძე, ტარიელ ჭიჭინაძე; ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი; დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე. ფართო საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს ერთგულ მსმენელს მოგმართავთ თხოვნით, მობრძანდეთ 17 ივნისს სპექტაკლზე. ამ ფორმით გამოვხატოთ სოლიდარობა და თანადგომა დაზარალებულების მიმართ. ბილეთის ფასია 5 ლარი. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ გრიბოედოვის თეატრის სალაროში და www.biletebi.ge-ზე. ერთად დავუდგეთ მხარში ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასაჭირში არიან! ოთარ თაქთაქიშვილის პირველი ოპერა „მინდია“ დაიწერა ვაჟა-ფშაველას პოემის „გველისმჭამელის“ მოტივებზე. მისი პრემიერა 1961 წლის 21 ივლისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა (პრემიერა მიეძღვნა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 100 წლისთავს). დამდგმელი დირიჟორი იყო ოდისეი დიმიტრიადი, დამდგმელი რეჟისორი - დიმიტრი ალექსიძე, დამდგმელი მხატვარი - ფარნაოზ ლაპიაშვილი. „მინდიას“ შემდგომი დადგმები განხორციელდა აგრეთვე სხვადასხვა ქალაქების საოპერო სცენებზე - ქუთაისში, ერევანში, მინსკში, მოსკოვში, ტარტუში, რიგაში, საარბრუკენში, ოლომოუცში, მაინინგენში, კოშიცეში. თბილისში ოპერა „მინდია“ ბოლოს 2005 წელს შესრულდა“, – ნათქვამია ოპერისა და გრიბოედოვის თეატრის ერთობლივ განცხადებაში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)