|
2018-12-28 12:30:47, 2493 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა [ვიდეო]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოტყუებით ფულის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინეს, რომ ბრალდებულმა ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ თუკი ის $5 000-ს გადაუხდიდა, ბრალდებული მას თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაასაქმებდა. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული მოქალაქისგან თანხის (5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)