|
2018-12-27 19:00:48, 1714 ნახვა
კომენტარი
მურუსიძე: არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს
არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს, - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე მყოფმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას სასამართლო სისტემაში შესაძლო კლანური სისტემის არსებობაზე. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ის მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. "მე ვარ ლევან მურუსიძე ამ სასამართლოს ლიდერი, რომელიც აერთიანებს მოსამართლეებს რეალურად იმ თემებზე საბრძოლველად, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა და თუ რამე პრეტენზია გაქვთ, მითხარით მე, იმიტომ რომ მე მოვედი ამ მიზნით, ერთხელ და სამუდამოდ ყველა კითხვას გავცე პასუხი. სასამართლოში მე ვარ ლიდერი, რომელსაც მოსამართლეებთან აქვს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში და ეს ურთიერთობა აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, მეგობრობაზე, ამ დამოკიდებულების გამო ვიზიარებთ იმ საერთო მიზნებს, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა. მათ შორის ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს იმ მოსამართლეებთან, რომელიც იყო ასოციაცია „ერთობის“ წევრი და ვთვლი, რომ ჩვენ ვართ თანამოაზრეები და მეგობრები ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, სასამართლო სისტემაში არ არსებობს არანაირი კლანი, სასამართლო სისტემა მიდის დამოუკიდებლობისაკენ და დიდი ნაბიჯია გადადგმული ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)