|
2018-12-25 16:07:06, 641 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანმა დმანისში 59-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
200-ზე მეტი სერვისი სოფლიდან გაუსვლელად, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა ციფრული და ბეჭდური წიგნებით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი, ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურება − თეა წულუკიანმა ქალაქ დმანისში 59-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2013 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი დმანისში მცხოვრებ შშმ პირის სტატუსის მქონე გიორგი დოლიაშვილთან ერთად გახსნა. მინისტრმა მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიმდინარე აქციის ფარგლებში უფასოდ გადასცა. აქცია შშმ პირებისათვის უფასო პირადობის მოწმობებზე თეა წულუკიანის ინიციატივით 10 დეკემბერს გამოცხადდა და ის 11 იანვრამდე გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს − მთავრობის წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დმანისელებს − საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეიდან დმანისის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურებას ისეთივე მაღალი სტანდარტით მიიღებს, როგორც დიდი ქალაქების მცხოვრებნი. საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგ., აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ქალაქიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციონერებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მოემსახურება. დღეისათვის, დმანისის გარდა, პრობაციის სერვისების მიღება საჩხერის, წნორისა და წალკის საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღების გარდა, დმანისის მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრში შეუძლია, ისარგებლოს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკით, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებული იყვნენ. ბიბლიოთეკაში მოწყობილია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოდოკუმენტური მასალების ასლები, რომლებიც 1918-21 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, დმანისის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 58 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, ე.წ .საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შენდება საზოგადოებრივი ცენტრები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფოსთან კონტაქტი გაუადვილდეს. დღეისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს 10 რეგიონის 40 მუნიციპალიტეტში: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთში, აწყურში, სანიორე-ნაფარეულში, ზედა საზანოში, ლესიჭინეში, საჩხერესა და წნორში.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)