2018-12-25 12:24:48, 1935 ნახვა
სამართალი
სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, დ.ღ.-ს პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულის, დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
როგორც დ.ღ.-ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა განაცხადა, პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.
„არასრულწლოვანს კვლავ უკანონოდ და უსამართლოდ, დაუსაბუთებლად კვლავ ტოვებენ პატიმრობაში. შეგნებულად, მიზანმიმართულად სასამართლო არ უცვლის აღმკვეთ ღონისძიებას. სასამართლოს ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას ხელისუფლების და პროკურატურის და მართლაც უკვე გამოიკვეთა, რომ ეს უდანაშაულო ბავშვი ეწირება იმ პოლიტიკას, რითაც ხელისუფლება ცდილობს და პროკურატურა გადაფაროს პროკურორების და გამომძიებლების სავარაუდოდ ჩადენილი დანაშული“, - განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.
ავტორი: ,