|
2018-12-24 09:01:31, 1882 ნახვა
სამართალი
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერსა და საკონსულო ატაშეს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერსა და საკონსულო ატაშეს უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები, ასევე, უკანონო მიგრაციის პრევენციის და მასთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს. საფრანგეთის მეკავშირე ოფიცერმა და საკონსულო ატაშემ დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი. სტუმრებმა შეხვედრაზე ინფორმაცია მიიღეს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების დროებითი განთავსების ცენტრში არსებული პირობებისა და იქ დანერგილი უსაფრთხოების სტანდარტების თაობაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)