|
2018-12-21 17:15:45, 1553 ნახვა
კომენტარი
გახარია: როდესაც გვაქვს სურვილი, რევოლუცია ჩავატაროთ, იმის თავიც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კახეთში, ინაუგურაციის დღეს მომდხარ მოვლენებს გამოეხმუარა. გახარიას თქმით, ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენელბს ინაუგურაციის ჩაშლა და გადატრიალების მოწყობა ჰქონდა განზრახული. მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში უწყება იყო ვალდებული იყო შესაბამისი ზომები მიეღო. "ინაუგურაციის ნაწილში შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს, რატომ იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მივიღეთ. სხვათაშორის მაგალითიც იყო როდესაც ფარცხალაძე და კირკიტაძე ერთმანეთს შეადარეს. ერთ რამეს გეტყვით - მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე რაც მოხდა 16 დეკემბერს. 16-ში მოხდა მარტივი რამ - ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია იმისთვის, რომ საერთოდ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი. მარტივი რამ ხდება - მე ვამბობ, რომ ხვალ მე ჩავშლი ინაუგურაციას. ინაუგურაციის ჩაშლა არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი, შემდგომ ამ პოლიტიკური აქტის განსახორციელებლად თავს ვესხმი პოლიციას. ბოდიშით - როდესაც გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობას უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ სადაც საჭიროა და ის პერიოდი რამდენიც საჭიროა. ყველაფერს აქვს თავისი ფასი. პოლიციელზე თავდასხმას, ინაუგურაციის ჩაშლას და სახელმწიფოს დამხობასაც, თუნდაც კანონიერი მეთოდებით. როდესაც ვიკითხავთ სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს - იქ გავაგრძელოთ მერე საუბარი შერჩევით სამართალზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)