|
2018-12-21 16:14:47, 1603 ნახვა
კომენტარი
ლევან კობერიძე: ზაზა სარალიძეს არ უნდა სჭირდებოდეს პარლამენტში სიარული იმისთვის, რომ სამართალი იპოვოს
„ზაზა სარალიძეს არ უნდა სჭირდებოდეს პარლამენტის სასესიო დარბაზებში სიარული იმისთვის, რომ სამართალი იპოვოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრი გიორგი გახარია დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. როგორც კობერიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება იმ შედეგს დადებს, რასაც მოკლული მოზარდის მამა დიდი ხანია ელოდება. „დღეს დარბაზში გვესწრება ზაზა სარალიძე და ეს ფაქტი, მგონი რომ ორმაგი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენთაგანისთვის როგორც კითხვის დასმის დროს, ისე პასუხების გაცემის და იმ მსჯელობის თვალსაზრისით, რომელიც აქ იმართება. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანს არ უნდა ჭირდებოდეს საპარლამენტო სასესიო დარბაზებში სიარული იმისათვის, რომ სამართალი იპოვოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ჩვენის მხრივ და თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცი თქვენი პროფესიონალიზმისა და მაღალი სტანდარტის ერთგულება, აუცილებლად დადგება იმ სამართლის აღსრულების თემა, რომელსაც ეს ადამიანი ეძებს დიდი ხანია“, - მიმართა ლევან კობერიძემ შს მინისტრს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)