|
2018-12-21 15:32:33, 1619 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე გახარიას: თქვენი პოლიტიკით გულდაწყვეტილებმა, „ოცნების“ ოფისში ხალხი ბიტებით რომ ვცემოთ, ხომ დაგვაკავებთ?!
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ იმ პირებმა, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლები სცემეს, ამ დრომდე დაკავებულები არ არიან. კაპანაძის თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს. "მე რომ ავდგე ახლა, გულდაწყვეტილი "ქართული ოცნების" პოლიტიკით, ჩემი ძმა და კიდევ 5-6 ადამიანი ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული წავიყვანო და მივადგე "ოცნების" ოფისს ქუთაისში ან სადმე სხვაგან, იქ მანქანა დავლეწო, ვცემო პარტიის წარმომადგენლები, დავასისხლიანო, რამდენიმე მოხვდეს საავადმყოფოში, ჩემი დაკავება ხომ უნდა მოხდეს?! თქვენი დუმილი ალბათ "კი"-ს ნიშნავს. ანუ ეს ადამიანები მინიმუმ დაკავებულები უნდა იყვნენ. ეს სწორიც იქნება და კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე ამ კონტექსტში იქნებოდა მართალი. მითუმეტეს თქვენც განაცხადეთ, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ განურჩევლივ მისი სტატუსისა. ოღონდ კითხვა მაქვს - თუ ეს ასე არის რატომ არ ვრცელდება იგივე მიდგომა იმ ადამიანების მიმართ რომლებმაც ზუსტად იგივე გააკეთეს ახალქალაქის შემთხევაში. მივიდნენ ბეისბოლის ბიტებით ოპოზიციის ოფისში ხალხს, დაასისხლიანეს, სცემეს, მანქანაც დააზიანეს და არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის. სად არის აქ კანონის უზენაესობა?! თუ კლასიკური შერჩევითი სამართალია ?!", - მიმართა კაპანაძემ შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე უსმენენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)