|
2018-12-18 18:40:36, 2270 ნახვა
ეკონომიკა
სებ-ი მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტს აქვეყნებს
სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში" შესატანი ცვლილებების პროექტს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში, მომხმარებლების უფლებების დაცვის ჩარჩოს სრულყოფის, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მიახლოების მიზნით, ბაზარზე არსებული პრობლემების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში ცვლილებების შეტანას გეგმავს. „გათვალისწინებული ცვლილებების მიზანია საფინანსო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვა და ბაზარზე არსებული საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. დოკუმენტი ითვალისწინებს სახელშეკრულებო ურთიერთობისას მხარეებს შორის არასამართლიანი პირობების დაბალანსების საკითხებს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის, მათ შორის, სესხის გამცემი სუბიექტისათვის. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად: სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია 2019 წლის 1 იანვრიდან რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ამ კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: მომხმარებელის გვერდზე განთავსებულ სამართლებრივი აქტების პროექტებში. ამ ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიესალმება დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და შეკითხვების მიღებას. პროექტზე მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cp@nbg.gov.ge; ამასთან, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება დაექვემდებაროს შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)