|
2018-12-18 11:03:56, 2363 ნახვა
ეკონომიკა
Bavaria სს „ქართული ლუდის კომპანიასთან“ თანამშრომლობას 2026 წლამდე ახანგრძლივებს
სს "ქართული ლუდის კომპანია" ჰოლანდიური წარმოშობის Bavaria-ს ლუდის ჩამოსხმას ექსკლუზიურად 2026 წლამდე შეძლებს. მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველზე Bavaria-მ სს"ქართული ლუდის კომპანიას" მისი პრემიუმ ლუდის ჩამოსხმის ექსკლუზიური უფლება 2026 წლამდე გაუხანგრძლივა. Bavaria-ს მენეჯმენტი სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" ერთობლივი მუშაობით კმაყოფილია და სამომავლოდ დიდი წარმატებებისაც სჯერა. Bavaria-ს მეშვიდე თაობის წარმომადგენელი პიერ სვინკელსი, რომელიც ამავდროულად, კომპანიის კომერციული დირექტორია, მიიჩნევს, რომ ამ გარიგებით საქართველოს ლუდის წარმოების სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი. „სწორედ ამიტომ ჩვენი არჩევანი პარტნორის შერჩევისას რეგიონში „ზედაზენზე“ შეჩერდა, როგორც ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორზე“, – აღნიშნავს სვინკელსი. სს "ქართული ლუდის კომპანიის" მაკრეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი პროექტების ფონზე რეგიონში Bavaria-ს პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზრდება. "არსებული ბიზნეს გარიგება ადასტურებს იმას, რომ ჩვენი საწარმო საშუალებები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობას შევთავაზოთ ევროპული ხარისხის ლუდი“,- აცხადებს შალვა ჩოჩელი. უკვე ცნობილია, რომ 2019 წელი Bavaria-ს საკმაოდ აქტიური ექნება, როგორც საქართველოში ასევე მთელს მსოფლიოში. 2019 წელს Bavaria-ს ბრენდი 300 წლის ხდება. იუბილეს აღსანიშნავად, საქართველო, როგორც Bavaria-ს დიდი ოჯახის ნაწილი, განსაკუთრებულად ემზადება და მომხარებელს ბევრ სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდება.
(R)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)