|
2018-12-17 20:39:28, 1281 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: საპარლამეტო მოდელი არის საუკეთესო საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე
საპარლამეტო მოდელი არის საუკეთესო საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბევრი რეფორმაა გასატარებელი და შესაბამისად, მთავრობას, პარლამენტს და სამოქალაქო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს იმის წინაპირობა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წარმატებული იყოს რეფორმების დანერგვაში. „ახალი კონსტიტუცია ნიშნავს მართლაც ახალ ფურცელს ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ საპარლამეტო მოდელი არის საუკეთესო მოდელი საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე, იმ გამოწვევების წინაშე, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა იწონებს იმ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გადავიდა საპარლამენტო დემოკრატიის საფუძვლებზე. აქედან გამომდინარე, ის საუბრებიც, რომ რამდენად შეესაბამება ჩვენი ახალი კონსტიტუციური მოდელი იმ რეალობას, რაშიც ჩვენ ვდგავართ, ესეც მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის როლი გაიზრდება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ წინ გვაქვს ძალიან ბევრი რეფორმა გასატარებელი და შესაბამისად, მთავრობას, პარლამენტს და სამოქალაქო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს იმის წინაპირობა, რომ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული უნდა ვიყოთ რეფორმების დანერგვაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)