|
2018-12-17 15:11:37, 1062 ნახვა
საზოგადოება
vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა
პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა - 17 დეკემბერს,ერთიან ბაზას, დამატებით, 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია: შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: Wandoo.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Credium.ge) შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: Netcredit.ge, Moneza.ge) შპს "გრანატინვესთმენთ" (სესხის გამცემი: Vivus.ge) შპს "პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: Vivus.ge, Amica.ge, Moneybus.ge, Wincredit.ge, Moneyman.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Crediton.ge, Lendo.ge, Mamy.ge, Ipuli.ge, Okcredit.ge, Credium.ge, Solva.ge) შპს "ფინანსური ბიურო" (სესხის გამცემი: Moneza.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Vivus.ge) შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: Vivus.ge) შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: Ccloan.ge) აღსანიშნავია, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინსესხის გამცემი და სხვა. ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 552 ათას 483მსესხებლის, 1,154,414 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,682,200,002ლარია. ვებგვერდზე ატვირთულია 19 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: ბანკები: •საქართველოსბანკი“ •სს „თიბისიბანკი“ •სს „ლიბერთიბანკი“ •სს „სილქროუდბანკი“ •სს „ხალიკბანკისაქართველო“ •სს „იშბანკისაქართველო“ •სს „ვითიბიბანკიჯორჯია“ •სს "ბაზისბანკი" •სს "ტერაბანკი" •სს "კრედობანკი" არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები: • შპს "მიკროსაფინანსოორგანიზაციალენდო" (სესხისგამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge) • შპს "ემ.კოლექტორი" (სესხისგამცემი: sohocredit.ge) • შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge) • შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge) • შპს "გრანატ ინვესთმენთ" (სესხის გამცემი: vivus.ge) • შპს "პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge) • შპს "ფინანსური ბიურო" (სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge) • შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: vivus.ge) • შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: ccloan.ge) შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: • მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; • დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; • უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოწოდებულია საფინანსო ორგანიზაციების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს ვებგვერდზე წარმოდგენილ მონაცემებში, უნდა მიმართოს სესხის გამცემ ორგანიზაციას. პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)