|
2018-12-16 17:33:46, 1298 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობაზე: შსს პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შესთავაზა აქ ჩამოსვლა შემოვლითი გზით, ამას სჭირდებოდა, დამატებით, დაახლოებით, 20 წუთი, თუმცა, ამის მაგივრად, მათ 2 საათი მოანდომეს პოლიციასთან დაპირისპირებას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობაზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის პროვოკაცია, თუმცა, მას შინაგან საქმეთა სამინისტრო სათანადოდ პასუხობს. „ეს არის მარტივი პროვოკაცია, ამაზე გუშინაც ვსაუბრობდით და დღეს დილითაც, ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ ვიცით „ნაცმოძრაობის" ხელწერა და მათი სტილი. მარტივად, პოლიციამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შესთავაზა აქ ჩამოსვლა შემოვლითი გზით, ამას სჭირდებოდა, დამატებით, დაახლოებით, 20 წუთი, თუმცა, ამის მაგივრად, მათ 2 საათი მოანდომეს პოლიციასთან დაპირისპირებას. ეს არის ძალიან მარტივი პროვოკაცია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროვოკაციას სათანადოდ პასუხობს და მე მინდა, თითეულ მათგანს, პოლიციელს, გადავუხადო მადლობა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა. „დარწმუნებული ვარ, რომ სახალხო დამცველი არ იყო ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინიტრომ შესთავაზა აქციის მონაწილეებს ალტერნატიული მარშრუტი და ალბათ, ქალბატონი ნინო ლომჯარია არ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ 20 წუთი სჭირდებოდა დამატებით, ალტერნატიული მარშრუტით თელავში ჩასვლას. ინფორმაცია რომ ჰქონოდა, ალბათ, ქალბატონი ნინო ამ განცხადებას არ გააკეთებდა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)