07:54 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 17:10:12, 1352 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირობებში რაიმე ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნება

 „საქართველოში ამოქმედდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის პირობებშიც შეუძლებელი იქნება რაიმე ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში",- ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება.

ირაკლი კობახიძემ ხაზასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციით შემოღებულია აბსოლუტურად დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ქვეყანა საბოლოოდ გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

„ჩვენ შემოვიღეთ აბსოლუტურად დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ჩვენ ასევე საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ძლიერდება პარლამენტი ამ სისტემაში, ძლიერდება ოპოზიცია, იზრდება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რომელიც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო რეფორმასთან და ეს არის ნამდვილად მისალოცი ამბავი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics