|
2018-12-16 16:31:06, 1369 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: როდესაც სააკაშვილი და ენმ წაგებულ ომს ზეიმობდნენ, ნიკოლა სარკოზი რუსული აგრესიის შესაჩერებლად ღამეს ათენებდა
„იმ დროს, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ზეიმობდნენ წაგებულ ომს, მაშინ ნიკოლა სარკოზი ღამეს ათენებდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველოში რუსული აგრესია და დაეცვა ჩვენი ქვეყანა“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შესახებ. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ხდებოდა. „ზოგადად, ალბათ არც ღირს ამის კომენტირება. მე უბრალოდ აღვნიშნავ, რომ იმ დროს, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ზეიმობდნენ წაგებულ ომს, მაშინ ნიკოლა სარკოზი ღამეს ათენებდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველოში რუსული აგრესია და დაეცვა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ნიკოლა სარკოზის წვლილი ჩვენი ქვეყნის წინაშე. როდესაც ასე საუბრობს მასზე მიხეილ სააკაშვილი, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის დამოკიდებულებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდებოდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „სარკოზი ჩადის ყველგან, სადაც ფულს უხდიან“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)