|
2018-12-15 11:58:39, 951 ნახვა
საზოგადოება
ბახტაძე: გუდაურში, ბაკურიანში, ზემო აჭარასა და სვანეთში ახლად ეკიპირებული პატრულის შემადგენლობა გვყავს
საპატრულო პოლიციის 82-მა თანამშრომელმა ზამთრის კურორტებზე პატრულირებისთვის სპეციალური ტრენინგი გაიარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბაზტაძემ გუდაურში, ზამთრის სეზონის გახსნაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველგან, ზამთრის კურორტებზე - გუდაურში, ბაკურიანში, ზემო აჭარაში და სვანეთშიც პატრულის შესაბამისად ეკიპირებული შემადგენლობები მუშაობენ. მამუკა ბახტაძემ მათ მადლობა გადაუხადა. "წელს ჩვენ აღვნიშნავთ კურორტ გუდაურის 30 წლის იუბილეს და ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც 30 წლის წინ, ამ კურორტის განვითარების დასაწყისში მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები საუკეთესო ყოფილიყო მსოფლიოში, ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ ამ გზავნილის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით საქართველო მართლაც დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული ზამთრის კურორტების ქვეყანა", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გუდაურში პროექტების განხორციელებაში ჩართულ ადამიანებს, ასევე "დოპელმაიერს" და სხვა კომპანიებს, რომლეებმაც უმოკლეს ვადებში შეძლეს მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაცია, დამსვენებლებს კი ახალი სეზონის გახსნა მიულოცა. ზამთრის სეზონის გახსნის ცერემონიაში მთავრობის მეთაურთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი და კომპანია "დოპელმაიერის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)