|
2018-12-13 14:55:53, 1555 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი ივანიშვილზე: ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან ერთად მუშაობა ნამდვილად მომწონდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია. მარგველაშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდება. "როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან მე მიმაჩნდა, რომ ძალიან სწორი იქნება ივანიშვილი გახდეს პრემიერ-მინისტრი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი და ბევრი რამე იქნება გასაგები ქართული საზოგადოებისთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც. მე მივესალმები ივანიშვილის პრემიერად მუშაობას. ამ 5 წლის განმავლობაში პოლიტიკოსებს რომ ეკითხებოდნენ ბიძინა ივანიშვილის როლზე, მორცხვად რომ პასუხობდნენ, გაუგებრად, აღიარებენ ამ როლს თუ არ აღიარებენ, ვერ გაიგებდი. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, როგორაა იმ სიმღერაში? "დამთავრდება უხერხული ღიმილი". ეს უხერხული ღიმილი, რომ დამთავრება პოლიტიკაში ესეც მიხარია. ამის გარდა, მე მიმაჩნია, რომ იმ პარტიაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან ერთად მუშაობა ნამდვილად მომწონდა, ოპოზიციაშიც და მინისტრადაც", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)