|
2018-12-12 18:47:25, 1947 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: 2019 წელს მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 200 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელი
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მოქნილი და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის ფორმირების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებისთვის, 2019 წელს გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი. „აღნიშნული საგარანტიო ფონდის მეშვეობით, მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 200 მლნ ლარის საკრედიტო პორტფელი. 2020 წელს, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო გაზრდის საგარანტიო ფონდს 50 მლნ ლარამდე, ხოლო 4-5 წლიან პერიოდში აკუმულირებული საგარანტიო ფონდით, შესაძლებელი იქნება 2 მლრდ ლარამდე პორტფელის მობილიზება", - განაცხადა მან. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ჯამურად, 2019 წელს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებისთვის მიიმართება 110.0 მლნ ლარი, რაც ძირითადად, მოიცავს კრედიტის თანადაფინანსებასა და საგარანტიო ფონდს
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)